ქუთაისი – წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, პოლიციელი, რომელიც მანქანას მართავდა ხევში ჩავარდა. ავტომობილი მძიმე ტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს. მანქანა შსს-ს ეკუთვნის და მას სავარუადოდ ქუთაისის პოლიციის სამმართველოს შიდა განყოფილების უფროსი მართავდა.
მძღოლს ალკოტესტის ჩატარების შემდეგ უარყოფითი პასუხი ამოუვიდა. ავარიის მიზეზი სიმთვრალე არ აღმოჩნდა.
როგორც ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელმა საგამოძებო ორგანოს უთხრა, რომ გუშინ სმენაში იყო, დღეს დილით, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას კი საჭესთან ჩაეძინა, რის შემდეგაც ავტომობილი გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ხევში ჩავარდა.
ადგილზე მობილიზირებულია სამართალდამცველები, თუმცა ისინი კომენტარს არ აკეთებენ.