ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ქვეყანას ძალიან სერიოზული რისკის წინაშე აყენებს, გარდა ამისა, ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღა დაიწყოს.
„რასაკვირველია, ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის განვითარების რისკი არსებობს. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე. ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი უნდა იყოს, 90%-ზე მეტი. ჩვენ 43% ძალიან სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს,.
არ დაგვავიწყდეს, 43%, რაც პირბადის ტარების თვალსაზრისით გვაქვს, ზუსტად იგივე მაჩვენებელი იყო აგვისტოს თვეში, რაც აგვისტოს თვეში ამ მოშვებით დაგვემართა, ეს ყველაფერი ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ თავზე გამოვცადეთ”- აცხადებს კულუმბეგოვი.
კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანამ რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს, რაშიც გულისხმობს ზედამხედველობას და არა შეზღუდვების შემოღებას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის შესაკავებლად ერთადერთი გზა კვლავ რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და მასშტაბური შეკრებებისგან თავის არიდება.