ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც კორუმპირებული მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ გაასაჯაროვა, ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს და მოუწოდებს, თავიანთ თავზე არ მიიღონ მისი განცხადებები:

„ყოფილ პოლიტპატიმრებს მინდა მივმართო, რომელთაგანაც არაერთი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია – რატომ მიიღეთ თქვენ თავზე ჩემი ნათქვამი? მე რამდენიმე ოდიოზურ ადამიანზე ვთქვი, რომლებიც ჩემი და არამარტო ჩემი ეჭვით სიაში ფულის გადახდის შემდეგ მოხვდნენ. განა გასაგებად არ ვამბობ – რამდენიმე ადამიანის სიაში მოხვედრა იწვევს ეჭვს და არა ყველასი. ვისაც მე პატივს ვცემდი და ვცემ იმათ მინდა ვთხოვო – მაცალეთ არაპოლიტპატიმრებთამ, არამედ სხვა მსჯავრდებულებთან დაკავშირებული კონკრეტული საქმე მივიყვანო ბოლომდე. ნუ, მაფიქრებინებთ რომ თქვენ ფასადად გიყენებენ ჩემი საწინააღმდეგო კამპანიისას. ამ კამპანიის მიზანი ჩემი მთავარი ძალისხმევიდან ყურადღების გადატანაა, კამპანიას ორკესტრირებას კი სწორედ ის კუდამწვარი, აფოფინებული ბინძური პოლიტიკოსები უწევენ. დაფიქრდით მეგობრებო“ – წერს ელისაშვილი ფეიბუქზე.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი კომისიაში ყოფნის პერიოდში “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პატიმრების შეწყალებით იყო დაინტერესებული, რის გამოც ისინი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

იტვირთბა....