ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში ვაქცინაციის დაწყების საკითხს ეხმაურება.
„მე ვფიქრობ, რომ მინისტრებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მინისტრთა კაბინეტს ემეტებათ 20-30 დოზა, არ იქნება ეს დანაკლისი ვაქცინაციის პროცესისთვის, ამიტომ აუცილებელია პირველმა პირებმა გაიკეთონ ვაქცინა.
ამას ექნება იმხელა ძალა, რომ ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან წინ წაწევს ვაქცინაციის პროცესში. ამიტომ ყველას ვთხოვ, რაციონალური გადაწყვეტილებების განხორციელება დროულად განახორციელონ“, – განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისათვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ საზოგადოებაში კითხვები არსებობს, პრობლემას ვერ ხედავს, რომ უახლოეს მომავალში გაიკეთოს ვაქცინა