ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჟურნალისტი ელისო კილაძე შეწყალების კომისიის სკანდალის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

კილაძე ირწმუნება, რომ ეკა ბესელიას წყალობით და ქობულეთის მაჟორიტარის , ფატი ხალვაშის შუამავლობით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, პოლიტპატიმართა სიაში ნარკობარიგა მოხვდა, კერძოდ – 2 კილოგრამი ჰეროინის შემოტანისთვის დაკავებული და სამუდამო პატიმრობა მისჯილი პირი-ფრიდონ დევრიშიძე.

ამ ფაქტზე კილაძე თავისი ფეისბუქის გვერდზეც წერს:

,,დოკუმენტალურად უკვე დადასტურდა,რომ ფრიდონ დევრიშაძე , 2 კგ ჰეროინზე სამუდამო პატიმრობა მისჯილი პირი, პარლამენტის პოლიტპატიმრების სიაშია.

ამ წუთას დამირეკეს ციხიდან-გაშვებულია კიდევ ერთი სამუდამო მისჯილი პატიმარი ზ.გ., რომელიც მის საეჭვო გარდაცვალებამდე გიორგი ზერეკიძის მამის საკანში იჯდა.

პანდორას ყუთი გაიხსნა !!!!

ეს პროცესი აღარ გაჩერდება !!!!!!“

გუშინ “მაესტროს”ეთერში ნანა კაკაბაძე მიმტკიცებდა,რომ ფრიდონ დევრიშაძე პოლიტპატიმრების სიაში საერთოდ არ არის.

ეს არის ოფიციალური სია:

152.ფრიდონ დევრიშაძე.

ბესელია-კაკაბაძის მორიგი ფასიანი ტყუილი.

p.s.ფატი ხალვაში მომიკითხეთ.

ასე გაბანძდებით ყველაფერში !!!!!! „ – წერს ფეისბუქზე ელისო კილაძე.

„ქრონიკა+“-ის რედაქტორი ირწმუნება, რომ სამშაბათს მეტ ინფორმაციას გაასაჯაროებს, რომელიც შეწყალების კომისიის სკანდალს უკავშირდება.

იტვირთბა....