საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 658-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი.