ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თემქის IV მიკრორაიონს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, თემქის დასახლების IV მიკრორაიონში ბუნებრივი აირის გათიშვა ავარიას უკავშირდება. კომპანიისვე ინფორმაციით, ადგილზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გაზის მიწოდება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” შექმნილი დისკომფორტისთვის  ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს და მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ონკანები კი გადაკეტილი ჰქონდეთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.

იტვირთბა....