ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ იყო 24 წლის ბიჭი, რომელიც გომის მთაზე გაიყინა

“პრაიმტაიმი” გომის მთაზე გაყინული 24 წლის მამაკაცის შესახებ დეტალებს ასაჯაროვებს. როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილი სოფელ ბოხვაურის მკვიდრი ვაჟა ანდღულაძეა.

მეგობრები, რომლებიც გარდაცვლილ მამაკაცთან ერთად გომის მთაზე სანადიროთ იყვნენ დღეს მედიასთან ამბობენ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ვაჟა ანდღულაძე, სიცივის გამო შეუძლოდ გახდა. მათივე თქმით, ბიჭი კარგა ხანს ხელით ატარეს, თუმცა ყინვასა და ქარბუქში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“არაჩვეულებრივი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, იმის მიუხედავად რომ დედა საზღვარგარეთ ყავდა და შვილებს არაფერს აკლებდა, ვაჟიკო სულ მუშაობდა, ახლაც დისტრიბუციაში იყო, უკეთილშობილესი ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს უბანს…“, – ჰყვება ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ბიჭის დედა წლეებია რაც ემიგრანტია და ის იტალიაში იმყოფებოდა, რა დროსაც შეატყობინეს, რომ შვილი რეამინაციულ განყოფილებაში იყო. დედა საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა.

იტვირთბა....