ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

ბიტკოინის ფასი ეცემა – რა ღირს კრიპტოვალუტა დღევანდელი მონაცემებით

ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1,9 ტრილიონი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა და ჯანდაცვის სისტემას ვაქცინაციის ტემპის მომატება დაავალა. ამის შესახებ  Reuters წერს.

გასულ შაბათ-კვირას ბიტკოინის ფასმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და მისი ფასი 61 781 $-ს გაუტოლდა. დღევანდელი, 15 მარტის მონაცემებით კი მისი ფასი 56 000 – 57 000 $ -ის ფარგლებშია.

ბიტკოინის ფასის ზრდას ასევე დაემთხვა, ამერიკის ბიუჯეტის შემოსავლების უმაღლეს მაჩვენებლს ბოლო 13 თვის განმავლობაში.

ამიტომ ზოგიერთი ინვესტორი ბიტკოინს ხედავს, როგორც ინფლაციის დონის შემაკავებელ ფაქტორად და მათი აზრით, მისი მაღალი ფასი ეკონომიკის გაჯანსაღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ბიტკოინის ფასი თითქმის გაორმაგებულია 2021 წლის შემდეგ. შეგახსენებთ მისი ფასი წლის დასაწყისში 35 000 -37 000 $ იყო.

იტვირთბა....