თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კოვიდგადატანილებმა ვაქცინა დაავადების გადატანიდან 120 დღის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ “იმედის დღის” ეთერში განმარტა, თუ როდის უნდა აიცრან კორონავირუსით ინფიცირებულები. მისი თქმით, კორონავირუსი მან საკმაოდ მძიმე ფორმით გადაიტანა და ძალიან ბევრი დღეს ეკითხებოდა, თუ რატომ არ იყო იგი ვაქცინაციის მსურველთა შორის.
„კოვიდი მე გადავიტანე საკმაოდ მძიმე ფორმით. ოფიციალური ინსტრუქციით, კოვიდგადატანილებმა ვაქცინა უნდა გაიკეთონ, მაგრამ 120 დღის შემდეგ, ანუ გადატანიდან 4 თვის შემდეგ. მანამდე სასურველი არ არის და რატომ? დადგენილია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიტეტი გიცავს, მართალია რეიმუნიზაციის შემთხვევები არის, მაგრამ იშვიათი. ასე, უნდა იცოდეთ, რომ ვაქცინირებულებსაც ემართებათ კოვიდი და არც თუ იშვიათად. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ვაქცინა თავიდან გვაცილებს სასიკვდილო შემთხვევებს და ასევე, მძიმე შემთხვევებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.