ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს” – ბოკერია კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შესახებ

“ძალინ კარგია, რომ დანიელსონი რჩება და მან თქვა, რომ დავრჩები კიდევ რამდენიმე დღე. შეიძლება ითქვას, დარჩება იქამდე, ვიდრე შედეგი არ იქნება და მადლობელი ვართ ამისთვის,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა. გიგა ბოკერიამ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკერიას განმარტებით, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან.

“რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, რაღაც გამოცდილება მაქვს, მაგრამ ისეთი შემთხვევის გამოცდილება, რომ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ეთქვას, კარგად ბრძანდებოდეთ ისე, რომ ჯერ მედიატორის პოზიცია არ ყოფილიყო ცნობილი და შემდეგ გარკვეულიყო, რომ მედიატორი რჩება, ასეთი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს.

ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო, გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.

შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მოწადინებული ვართ, მოლაპარაკებები დასრულდეს შეთანხმებით. ბუნებრივია, ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

იტვირთბა....