“ფაქტობრივად სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან საკმარისია უკვეო.”
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი.
ამის შესახებ პოლიტოლოგი , კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აკეთებს. ის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც “ოცნების” თავმჯდომარემ კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიმდინარე მოლაპრაკებების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.
ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.