თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთდროულად ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი მანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა, მეორე კი კურიერს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობითვე, გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო და სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.