ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შევთხოვოთ უფალს გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ” – ილია მეორე

“შევთხოვოთ უფალს გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ. სრულყოფის კიბეზე უნდა ავიდეთ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შენდობის წესის შესრულების დროს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

“მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მორწმუნე ხალხის კმაყოფილი ვარ. უფალი სულიერებას გვაძლევს, ჩვენ შევთხოვოთ უფალს გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ. სრულყოფის კიბეზე უნდა ავიდეთ. რა უნდა ვაკეთოთ, ამ დიდ მარხვაში? გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვა. ფსალმუნებსა და ლოცვებში დიდი მადლია მოცემული. სასულიერო პირებს ნება ეძლევათ და კურთხევა, რომ ყოველდღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ ძალას მოგვცემს და სულიერი განწმენდა მოხდება ჩვენი მორწმუნე ხალხის. ჩვენი მორწმუნე ხალხი მოძღვართან უნდა მივიდეს და სთხოვოს მცირე აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ერი”, – განაცხადა პატრიარქმა.
იტვირთბა....