ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით” – ირაკლი კობახიძის განცხადება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობაიხიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაგრძელდება. ამის შესახებ მან  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისათვის,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტს დატოვებს.

იტვირთბა....