„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მეორედ ხვდებიან.
დიპლომატთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ. მეორე შეხვედრის დაწყებამდე არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მანამდე კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ევროპელი დიპლომატი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.