ევროკავშირის მიერ დახმარების მეორე ფაზის გაცემის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი ფინანსური დახმარების მიწოდებით თავისი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.
“ჩვენ 43 მილიონი ევროს დახმარების მეორე ფაზის გაცემას ვუზრუნველვყოფთ, რაც ფოკუსირდება და აქცენტირდება იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი ძალა და გავლენა მიეცეთ გადაწყვეტილებების მისაღებად, თუ როგორ მოხდება ცენტრალური ფონდებიდან თანხების გამოყოფა და მათი გამოიყენება რეგიონებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერი გახლავთ და წამყვანი აქტორია სახელმწიფო ადმინისტრირების, რეფორმის, სტრატეგიის განხორციელებაში, დეცენტრალიზაციას და დელეგიტიმაციას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ თანამშრომლობას, რომელიც დამყარდა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ სფეროში და ეს გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციული რეფორმის ჩარჩოს პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა კვლავ ევროკავშირის დღის წესრიგში დარჩება და ასევე იქნება ქართული მხარისთვისაც”, – თქვა იანოშ ჰერმანმა.