ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება” – ზურაბ ჯაფარიძე

“გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება – თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს”, – აღნიშნული განცხადება „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

ჯაფარიძის განმარტებით, საუბარს შინაარსი დაეკარგება, თუ პოლიტპატიმრები გარეთ არ იქნებიან და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

„ჩემი შეხვედრა ახლა უნდა დაიწყოს, გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება. ამ წუთში, მე არ მაქვს ინფორმაცია, როგორ ჩატარდა შეხვედრა, მაგიდაზე რა წინადადებები დევს. რამდენიმე საკითხი პრინციპულია, მაგალი​თად, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ, ამის გარეშე საუბარს შინაარსი არ აქვს. მეორე, ხელახალი არჩევნებია და ამაზე რამენაირად უნდა მივიდეთ. ეს გზა როგორი იქნება არ ვიცი… პლებისციტი, ცხადია, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისია. თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს. ამაზე უფრო მაღალი რანგის ვინ უნდა ჩაერთოს მედიაციის პროცესში, უბრალოდ, არ ვიცი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მანამდე კი კრისტიან დანიელსონმა შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გამართა.

იტვირთბა....