ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალთახალი ამერიკული ხომალდი შუა ზღვაში გაფუჭდა

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი „მილუოკი“, რომელიც ექსპლოატაციაში სულ რაღაც ნოებრის ბოლოს ჩაეშვა, ღია ზღვაში, დანიშნულების პორტიდან 75 კილომეტრში გაფუჭდა და ნაპირამდე მისი ბუქსირით გამოყვანა გახდა საჭირო.

ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების ვებგვერდი იტყობინება, რომ ხომალდი პორტში ბორტზე წარმოქმნილი გაუმართაობის გამო დაგვიანებით მივიდა. გაუმართაობა ხომალდზე პირველად ჯერ კიდევ ორშაბათს აღმოაჩინეს.

შეტყობინებაში დაზუსტებულია, რომ გაუმართაობის მიზეზი, სავარაუდოდ, ზეთის ფილტრში მეტალის ნაწილაკების მოხვედრა გახდა.

თუმცა შეკეთების მიუხედავად, ოთხშაბათს ფილტრები მაინც გაფუჭდა და ხომალდი ბუქსირით მიიყვანეს პორტში.

„მილუოკი“ ზღვაში პირველად 21 ნოემბერს გავიდა. სანაპირო ზონის ეს სამხედრო ხომალდი Freedom-ის კლასისაა. ასეთი ხომალდების აგება 2005 წელს დაიწყეს.“მილუოკი“ ამ კლასის მეხუთე ხომალდია.

იტვირთბა....