ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიტყვებიდან საქმეზე გადადით!” – ვის მოუწოდებს ფხაკაძე ვაქცინის გაკეთებისკენ

“ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ  სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ფხაკაძე  “ფეისბუქის” საშუალებით გავრცელებულ მიმართვაში დასძენს, რომ პოლიტიკური სპექტრიდან და ასევე, ჯანდაცვის სფეროს წამომადგენლება ვაქცინა პირდაპირი ეთერის საშუალებით უნდა გაიკეთონ.

“ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო;

ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო;

აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხალხთან ერთად ხართ;

ველოდები, რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ჯანდაცვის სფეროდან: – ჯანდაცვის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელობა.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ხელმძვანელები.

ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!!!

სიტყვებიდან საქმეზე გადადით!” – წერს გიორგი ფხაკაძე.

✅ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო;
✅ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ…

Posted by Giorgi Pkhakadze on შაბათი, 13 მარტი, 2021

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას“.

ინფორმაციისთვის, დანიამ, ნორვეგიამ და ტაილანდმა დროებით შეაჩერეს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება, რადგან დაახლოებით 30 ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედების პრობლემები გამოუვლინდა.

იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენება შეაჩერა.

იტვირთბა....