ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო” – ამირან გამყრელიძე

„ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს,” – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლის საკითხზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ვაქცინა ორ დოზიანია და ბარათში მიუთითებენ მეორედ როდის უნდა მივიდეს ადამიანი ასაცრელად.

„ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს. უკვე აღვნიშნე, ვაქცინა ორ დოზიანია და ბარათში მიუთითებენ მეორედ როდის უნდა მობრძანდეს ადამიანი ასაცრელად. რადგან პირველ ეტაპზე ჩემი კოლეგები, მედიცინის მუშაკები იცრებიან, კიდევ ერთხელ მივმართავ და ვთხოვ ყველას, რომ მაგალითი მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. რამდენად მობილიზებული იქნება სამედიცინო სფერო ამ მნიშვნელოვანი პროცესის ქვეყანაში განსახორციელებლად, რომელმაც უნდა დაამთავროს ჩვენთან ეპიდემია და მთელ მსოფლიოში პანდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.

იტვირთბა....