თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში ორ ახალ იროკეზის ტიპის ვერტმფრენს მიიღებს.
“ვერტმფრენებს ამერიკული $50 მილიონიანი გრანტის ფარგლებში მივიღებთ. მათი ღირებულება $18.500 მილიონია. ამ ღირებულებაში შედის როგორც ორი ვერტმფრენის, ისე მისი მარაგი ნაწილების და მფრინავების გადამზადების პროცესი. ვერტმფრენებს 2018 წელს კვალიფიციურ მფრინავებთან ერთად მივიღებთ. ისინი იქნება ახალი, ამერიკული იროკეზის ტიპის, რომელიც უკვე გვაქვს, თუმცა გაუმჯობესებული ვარიანტია.” – ამბობს ებრალიძე.
საქართველო უკვე ფლობს ამ ტიპის რამდენიმე ვერტმფრენს. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული მოდელებიც ამერიკული მხარისგან არის მიღებული.