ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას უნდა წარმოადგენდეს ნიკა მელია” – სამადაშვილი ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე

“არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება “ქართულ ოცნებასაც” და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით”, – აღნიშნული განმარტება “ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასათან გააკეთა.

შეხვედრაზე, სადაც საუბარი 6 პუნქტიან გეგმას შეეხო, რომელიც პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაშია ჩამოყალიბებული, სამადაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს კონკრეტული საკითხები, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.

“ეს შეხვედრა, რომელიც იყო პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფორმატში, გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად განგვეხილა ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ყველა იმ 6 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში. ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს.

პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს შესაბამისად, პატიმრობიდან.

გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა იცით, რომ არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.

არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება “ქართულ ოცნებასაც” და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას,” – ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებებში. ის თბილისში წუხელ ჩამოვიდა.

დანიელსონი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემირ-მინისტრსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

იტვირთბა....