ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირველი ნაბიჯი ახლა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა” – კრისტიან დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება

ამ წუთებში ევროპული საბჭოს საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც.

“ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ახლა პირველი და უმთავრესი ნაბიჯი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა, რომ მხარეებს შორის ნდობა აღდგეს.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საპატიმროში გიორგი რურუას დატოვებამ „8 მარტის შეთანხმების“ შემდეგ ქვეყანა მიიყვანა კრიზისამდე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძელით მხარეებს შორის იმ ნდობის შექმნა,რომელიც აუცილებელი იყო ამ კრიზისის განსამუხტად. ამიტომ, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან.

დიახ, ცხადია, ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენი საკითხები, რომელიც არის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ყველა ის საკთხი, რაც არის შესული მიშელის გეგმაში, შეეხება არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის ინტერესს, არამედ უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აღდგენას. ამიტომ ყველა ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი, თუმცა პატიმრების გათავისუფლება შექმნის იმ სივრცეს, რომელიც საჭიროა ამ კომპლექსურ და ძალიან რთულ საკითხებზე საუბრისთვის და შესაბამისი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებებში. ის თბილისში წუხელ ჩამოვიდა.

დანიელსონი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემირ-მინისტრსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

იტვირთბა....