საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ცნობით რიკოთის გვირაბის მიმდებარედ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
ასევე, გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.
,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამასთანავე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის, კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.