კალიფორნიის შტატში, ფრიმონტში მდებარე „ტესლას“ ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხანაში, ხუთშაბათს, გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლი ქარხნის იმ ნაწილში გაჩნდა, რომელშიც მშენებლობა მიმდინარეობდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი გამდნარ ალუმინთან ჰიდრავლიკური სითხის კონტაქტმა გამოიწვია.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.