ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციამ 2016 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა, თუმცა ბიუჯეტი მიღებულია

 

დღეს პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის  პროექტი განიხილეს.  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა ყველა შენიშვნა რაც კომიტეტს გააჩნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო ბიუჯეტის პროექტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა. „მიგვაჩია, რომ მთლიანად ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ამ  ხელისუფლება აქვს  და ეს ასახულია  ამ ბიუჯეტშიც, არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებსა და მისი ეკონომიკის რეალურ მდოგამორეობას“. – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

დარჩიაშვილი „მეტრონომს“ იმ შენიშვნებზეც ესაუბრა, რომელიც „ნაციონაურ მოძრაობას“ ჰქონდა. ოპოზიციური პარტია მოითხოვდა პენსიების 50 ლარით ზრდას და ირწმუნებოდა, რომ ამის რესურსი 2016 წლის ბიუჯეტს ჰქონდა. ეს შენიშვნა მთავრობამ მაწილობრივ გაითვალისწინა მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლებს მცირედით გაეზარდათ პენსია.

„მეტრონომს“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, რომ პარტია მხარს არ უჭერს 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს.

ოპოზიაცია ბიუჯეტს მხარს რომ არ დაუჭერდა ცხადი იყო, რადგან თუ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს უჭერ, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში მთავრობის განხორციელებულ ხარჯებსა და პოლიტიკას ეთანხმები. ასე რომ ოპოზიცია როგორც წესი ხელისუფლების წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს ხოლმე.

 

 

იტვირთბა....