aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ყოჩაღ, მაგდა! მოვა დრო და ინანებ…” -ინგა გრგიგოლია მაგდა ანიკაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტმა და გადაცემა “რეაქციის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ დღევანდელი ეთერის საშუალებით “იმედის” ჟურნალისტს, მაგდა ანიკაშვილს მიმართა.

ინგა გრიგოლიამ  ანიკაშვილს მოუწოდა, რომ  ეს დღე კარგად დაიმახსოვროს, რადგან მოვა დრო და ამ ყველაფერს ინანებს.

“ბრავო , მაგდა, ყოჩაღ! ვერ ვიფიქრებდი , რომ ჩვენს დახურვას მოითხოვდნენ და შენს თვალებში შეციცინებულ სახეს დავინახავდი, ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი.  არასოდეს არც ერთი ჟურნალისტისთვის ასე საჯაროდ, ეთერიდან არ მიმიმართავს. ყოჩაღ, მაგდა, ყოჩაღ, ბრავო! რაც მე იმ დღეს ვნახე ამის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია, ყველაფერს ვიფიქრებდი და შენი წაყვანილი გადაცემიდან იმ ყველაფერს რომ მოვისმენდი არ მეგონა. როგორ გვიწოდებდნენ საროსკიპოებს და როგორ მოითხოვდნენ ჩვენს დახურვას და შენს თვალებში შეციცინებულ სახეს რომ დავინახავდი ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.

ყველაფერს დაარქმევს ეს ცხოვრება თავის სახელს და ეს ცხოვრება არც თუ ისე გრძელია , მაგდა. მე მინდა , რომ ეს დღე დაიმახსოვრო დადგება ის დრო , როცა შენ ინანებ. ინანებ, რომ თვალებში შესციცინებდი იმ დღეს იმათ, ვინც მედიის დახურვას მოითხოვდა” , – განაცხადა გრიგოლიამ “რეაქციაში”.

ცნობისთვის, “იმედის ფაქტორის” წამყვანები, მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძე ბერა ივანიშვილის იმ ექსკლუზიური ინტერვიუს უძღვებოდნენ, სადაც ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე საზოგადების წინაშე პირველად წარსდა.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....