ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

სავალუტო რეზერვების საჭირო დონე შენარჩუნებულია

სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე შენარჩუნებული გვაქვს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

“ეს არის 3 თვის იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შეინარჩუნოს ადეკვატური სავალუტო რეზერვი, რომელიც არის გარანტი ჩვენი სტაბილურობის. ჩვენი მთელი ეს საქმიანობა და განვლილი პერიოდი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ განუხრელად კარგად ვასრულებთ ამ ამოცანას, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ გვაქვს”, – ამბობს ქადაგიძე.

შეგახსენებთ,  ლარის გაუფასურების ფონზე ხელისუფლება მუდმივად ითხოვდა ეროვნული ბანკისგან სავალუტო რეზერვების დახარჯვასა და ლარის ასეთი მეთოდით გამყარებას. სპეციალისტები კი მუდმივად საუბრობდნენ სავალუტო რეზერვების შენარჩუნების აუცილებლობაზე და მიანიშნებდნენ, რომ ხელისუფლების შეცდომებს ეკონომიკაში არ უნდა  მოჰყოლოდა სავალუტო რეზერვების დახარჯვა.

იტვირთბა....