ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კახი კავსაძე ისევ დასუსტებულია” – რატიანი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კახი კავსაძე ისევ საავადმყოფოში რჩება. მსახიობი საუნივერსიტეტო კლინიკაში თებერვლის შუა რიცხვებში ფილტვების ანთებით მოათავსეს. კახის ჰოსპიტალიზაცია თავად ექიმმა ლევან რატიანმა ითავა. ექიმი ჯერჯერობით, მსახიობს, შინ წასვლის ნებას არ რთავს.

“კახი ისევ დასუსტებულია. ლევან რატიანი ჯერ არ უშვებს სახლში. ვენდოთ ბატონი ლევანის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. როგორც ის ამბობს, ჯობს ცოტა ხანი კიდევ დაჰყოს საავადმყოფოში. მონიტორზეა გული, ფილტვები, ყველაფერს თვალყურს ადევნებენ. სახლის პირობებში ამის საშუალება ხომ არ იქნება. ამიტომ იყოს ცოტა ხანი და როცა ყველაფერი ნორმაში ჩადგება, გამოწერენ. ცოტა გაიწელა კახის კლინიკაში ყოფნა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – განუცხადა “პრაიმამბებს” მსახიობის ძმამ იმერი კავსაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმამბები

იტვირთბა....