აშშ-ს საეჩოს თანამშრომელი ლონდონში ჰაკერობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაიკლ ფორდი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
აშშ-ს თანამშრომელი ჰაკერული გზით ქალების ელექტრონული ფოსტებს ტეხავდა და მოპოვებული მასალებით ქალბატონებს აშანტაჟებდა. ფორდი ამ ინფორმაციას სქესობრივი ხასიათის მასალის მოსათხოვნად იყენებდა.
ამერიკელ ჰაკერს 17 ბრალდება აქვს წაყენებული. თითოეული მათგანი 250 000 დოლარის ჯარიმას ითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.