ახალი ამბები მთავარი

თბილისის რამდენიმე რაიონში ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ, 11 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი” ავრცელებს.

სამგორის რაიონი:

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის, სუხიშვილის, დვალის, ლანდიას, თაყაიშვილის, მაისურაძის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი:

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაიაკოვსკის, სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი:

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის და გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი:

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის, ალილუევის, მახალდიანის, ხიმშიაშვილის, თოფურიძის, მანჯგალაძის, ურიდიას, კიკნაძის, კონსკაიას და სურგულაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის, გრუზინსკის, მოლოკოვის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, დიდუბის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი:

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი:

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ლვოვის, ბუდაპეშტის, საირმის, ცინცაძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი:

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

იტვირთბა....