aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დეპუტატებმა დავალება მიიღეს, სოლიდარობის ნიშნად ბერას სიმღერებს უნდა უსმინონ ავტომობილებში” – კილაძე

“საჯარო მოხელეებმა და დეპუტატებმა დავალება მიიღეს, სოლიდარობის ნიშნად ბერას სიმღერებს უნდა უსმინონ ავტომობილებში. იდეის ავტორი რეგიონების ქოციონალი დიმიტრი სამხარაძეა. რაო ბერამ, სად მივდივარო? კორეაში ხო?! რას ერჩით ამ ბიჭს,რას?!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.

სოციალური ქსელი.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

 

იტვირთბა....