„მიყვარხარ. შენ ისეთი ადამიანი ხარ, ყველაფერი დალაგდება. აი, ნახავ, ნამდვილად იმსახურებ სიმშვიდესა და ბედნიერებას შენს დიდ ოჯახთან ერთად.“
ლენუკა ყიფშიძე – მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზურა ყიფშიძის ოჯახს ბინას უყიდიან. ბანკმა მათი კუთვნილი სახლი უცხოეთის მოქალაქეს მიჰყიდა. ოჯახს ბინის გამოსყიდვის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.