ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შენ კი არ თხოვ პასუხს, მამაშენის მონების ბრიგადებს ეღრიჭინები, კარგად დასაჯეთ რა, კარგად შეაშინეთო” – ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და წერს:

“ცინგლიანო მაიმუნო ბერა! რვა წელია მამაშენი ამ ქვეყანას ანგრევს, ანადგურებს და ისე ვაკრიტიკებ მე პირადად, ოჯახი არ მიხსენებია. თურმე სულ ტყუილად. ახლა მისმინე: ვინც მე შეურაცხყოფას მომაყენებს, პასუხს მოვთხოვო. ჩმორიკ, შენ კი არ თხოვ პასუხს, მამაშენის მონების ბრიგადებს ეღრიჭინები, კარგად დასაჯეთ რა, კარგად შეაშინეთო. მამაშენის ფულის და მისი მონების არმიის გარეშე ნული ხარ! კარგად დაიმახსოვრე ეს. ვინ არის ეს ხალხი, შეურაცხყოფას რომ გვაყენებს ფეისბუქზეო, სად გაიზარდნენო.

მამაშენის ბინძური ფულით ფინანსდება წლებია ის ხალხი, წარმოუდგენელ, უბინძურეს ტალახს რომ გვესვრის იმ ხალხს, ვისაც მისი მონობა არ გვინდა. ჩვენ არ გვყავს დედები და ჩვენ არ ვართ დედები? პირადად მე უსაშინლეს, წარმოუდგენელ შეურაცხყოფებს მაყენებენ და ერთხელ არ მიფიქრია პასუხი მომეთხოვა, იმიტომ რომ საჯარო პირი ვარ და თმენის ვალდებულება მაქვს. მამაშენმა შექმნა ამ ქვეყანაში ის წუმპე, სადაც ვიხრჩობით ყველა, შე უღირსო ნაძირალა. გადაშენდი აქედან და ჩაძვერი სოროში შენს პათოლოგ ოჯახთან ერთად. შეურაცხყოფად თუ ჩათვალე ეს სტატუსი შეგიძლია შენი იკა გამომიგზავნო, ანზორაც მოაყოლე და ვახოც. შე პათოლოგო ჩმორო!” – წერს ნინო ჯანმგირაშვილი.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....