ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება რაგბის კავშირის არჩევნებზე – არიან დაშავებულები

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ხმაურია. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია. დაპირისპირების მიზეზი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სოსო ტყემელაძის მისვლას გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაპირისპირების შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

იტვირთბა....