ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამხელა სპეცსამსახურის უფროსს საჯაროდ აღიარებინეთ დანაშაული?! მერე გწყინთ, უნიათოებს რომ გეძახით” – კილაძე

“ბ-ნმა ანზორმა იცის, რომ დანაშაულის ფაქტის შესახებ (მუქარა, შანტაჟი) პოლიციაში უნდა დარეკოს და კერძო დაცვას ოჯახებში რაზბორკების უფლება არა აქვს?! ასე ყველა ერთიანად რატომ აბორიალდით? ამხელა სპეცსამსახურის უფროსს, გენერალს საჯაროდ აღიარებინეთ დანაშაული?! მერე გწყინთ,უნიათოებს რომ გეძახით.”

ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.

სოციალური ქსელი.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....