ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განახლებულ რეკომენდაციებს სოციალურ ქსლეში ავრცელებს, რომელიც ვაქცინირებულ პირებს ეხება და წერს:
აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 8 მარტს განაახლა რეკომენდაციები კორონავირუსზე ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების წესების შესახებ.
- რეკომენდაციების მიხედვით სრულად ვაქცინირებული ადამიანებისათვის კვლავ ძალაშია:
- საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება;
- საშუალო და დიდი ზომის თავშეყრაში მონაწილეობის აკრძალვა;
- შესაბამისი სიმპტომების შემთხვევაში კოვიდზე ტესტირება;
- ცალკეული კომპანიის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულება;
- მოგზაურობისას დაწესებული შეზღუდვები;
- ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება იმ არავაქცინირებულ პირთან ერთად ყოფნის დროს, ვისაც აქვს კოვიდის გართულებების მაღალი რისკი ან ყავს მაღალი რისკის ოჯახის წევრი;
- ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება სხვადასხვა ოჯახების არავაქცინირებულ წარმომადგენლებთან ერთად ყოფნის დროს;
- სრულად ვაქცინირებული პირებისთვის დაშვებულია შემდეგი:• სხვა ვაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე;
- ნიღბის გარეშე ერთი ოჯახის წარმომადგენელ იმ არავაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა, რომელთაც აქვთ კოვიდ გართულების დაბალი რისკი;
- კოვიდთან კონტაქტის შემდეგ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კარანტინის და ტესტირებისგან თავის აცილება.