ჰაკერების ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს 150 000-მდე ვიდეო კამერის ჩანაწერი, რომლებიც სხვადასხვა კომპაინიებში ახორციელებდნენ ვიდეოკონტროლს. ამის შესახებ გამოცემა “ბლუმბერგი” იუწყება.
მათ შორის არიან “Tesla”, “Cloudeflare” და სხვა. ასევე, მათ ჰქონდათ წვდომა ფსიქიატრიულებისა და საავადმყოფოების კამერებზეც.
ყველა კამერა კომპანია “Verkada”-ს კუთვნილებაშია. ეს არის პლატფორმა, რომელიც ამ კომპანიებისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებს პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს.
ვიდეოში, რომელიც “ბლუმბერგის”ექსპერტების მიერაა ნანახი და შემოწმებული, ჩაწერილია ფლორიდის ერთ-ერთი საავადმყოფო, სადაც 8 მედიცინის მუშაკს ჰყავთ პაციენტი გაკოჭილი და შემდეგ საწოლზე აბამენ. ჰაკერებმა ასევე, ალაბამას შტატში ერთ-ერთი ციხის 330 კამერაზე წვდომაც მიიღეს, სადაც მრავალი უკანონო ჩანაწერია გაკეთებული.
ვიდეო კადრები კიდევ ბევრ სკანდალურ მონაცემს შეიცავს. გავრცელებული ცნობით, ეს კიბერ-შეტევა საერთაშორისო ჰაკერების ჯგუფმა მოაწყო.