ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღარიბაშვილს ტრი-ტრის არ ვეძახი, იქ ვიძახი ანტუნინს” – ბერა ივანიშვილი

“როგორც ვიცი, ისინი ჩემ სიმღერაში ქათმების ხმას ეძებენ, მაგრამ როდესაც ქათმების ხმა ვერ იპოვეს შემდეგ თოლიების ხმასაც დასჯერდნენ,” – აღნიშნულის შესახებ მუსიკოსმა, ბერა ივანშვილმა გადაცემა “იმედის ფაქტორში” გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკაშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფარულ ჩანაწერში ამბობს არა ტრი-ტრის, არამედ ანტონს.

„ეს ტრი-ტრი საიდან გაიგეს საერთოდ, არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში, ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით და არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ბატონმა ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ხუმრობით ერთმანეთს ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი ანტონის, ასე ვეძახდით მაშინ ერთმანეთს ფრანგულ სახელებს. ტრი-ტრი საიდან გაიგეს მართლა არ ვიცი. როგორც ვიცი, ისინი ჩემ სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ქათმების ხმა ვერ იპოვეს, შემდეგ თოლიების ხმასაც დასჯერდნენ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილიმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით  “იმედის ფაქტორში” ისაუბრა.

ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ

იტვირთბა....