ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც არ უნდა ეცადონ ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “იმედის ფაქტორში” გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩანაწერები რადიკალური ოპოზიციის მორიგი გეგმაა.

მდინარაძის აზრით,  ეს გეგმა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც მმართველი გუნდის რადიკალურმა ოპონენტებმა „გაყალბებული არჩევნების“ და „პოლიტპატიმარი მელიას“ გეგმებით საზოგადოება ვერ აღაშფოთეს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ მოიგონა ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“, რასაც ყველა სიტყვაში ატრიალებენ, თუმცა ამ პროექტმა არ გაამართლა. ეუთო/ოდრიმა სულ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები და ა.შ. ამის შემდეგ, ემოცია რომ ვერ წამოიღო ამ „გაყალბებულმა არჩევნებმა“, იმიტომ რომ ტყუილი იყო ამის საფუძველი, გამოიგონეს ახალი ნარატივი – მელია პოლიტმატიმარი. და აღმოჩნდა, რომ არც ამ ნარატივმა, არც ამ ცრუ კამპანიამ გაამართლა, იმიტომ რომ სამართლებრივი ლოგიკა სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც მელიას ქცევებს მოჰყვებოდა. მას სახელმწიფოს უთხრა: „არ მაინტერესებს სახელმწიფო, არ მაინტერესებ კანონი“ და თავად გავიდა კანონის ჩარჩოებიდან თავად მიიღო გადაწყვეტილება მისივე დაკავების შესახებ, დაემორჩილა მიხეილ სააკაშვილის გეგმას და ნარატივს. ამანაც ვერ აღაშფოთა საზოგადოება, იმიტომ რომ სიმართლე არ იყო მის მხარეს.

და ბოლოს, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, როდესაც უკვე იცოდნენ, რომ სხვა გზა არ ექნებოდათ, უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს მაინც უწევთ, გამოიგონეს ახალი ნარატივი – „მოძალადე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები“. ამასაც არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადონ, მაგალითად, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ, არ გამოიძერწება ასეთი ნარატივი და ეს მესამე მცდელობაც იქნება წარუმატებელი“, – განაცხდა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....