სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე “ქრონიკასთან” ექსკლუზიურად გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრობს.
როგორც ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, ეს ჩანაწერები უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წლებში და ჩანაწერების სამი ფიგურანტიდან ერთი არასრულწლოვანი იყო.
მისივე თქმით, დანაშაული სწორედ ამ ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, მოდელირება და გავრცელებაა.
„დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ტიპის ზემოქმედება მაქვს განხორციელებული. სად არის დანაშაული? ვინ არის დაზარალებული? და რა რჩება სიუჟეტს – სამ ახლობელ ადამიანს შორის საუბრების უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და მოდელირებული ფორმით მათი წარმოდგენა.
ერთ-ერთმა ტელეარხმა 2010-2011 წლებში განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით წარმოგვიდგინა სიუჟეტი, რომელიც უხვად იყო დამძიმებული ძალმომრეობითი ქმედების ფოტო და ვიდეომასალით. იყო ძალიან დიდი მცდელობა, რომ ეს მოქმედება 2016-2017 წლებში გადმოეტანათ. იყო ძალიან დიდი მცდელობა, რომ უკვე მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, თითქოს დავდევთ ახალგაზრდებს. რა ხდება რეალობაში? ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2010-2011 წლებში „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში არასდროს არ მიუღია მონაწილეობა. დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ტიპის ზემოქმედება მაქვს განხორციელებული. სად არის დანაშაული? ვინ არის დაზარალებული? და რა რჩება სიუჟეტს – სამ ახლობელ ადამიანს შორის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და მოდელირებული ფორმით მათი წარმოდგენა. ეს ჩანაწერები უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წლებში და სამი ადამიანიდან ერთი არასრულწლოვანი იყო. ეს არის დანაშაული? მე ვფიქრობ, რომ დანაშაულია ამის უკანონოდ მოპოვება, შენახვა, მოდელირება და გავრცელება“, – აცხადებს ჩუბინიძე.
იხ: ვიდეო:
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.