,ტრიბუნას” ლიდერი ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება.
როგორც ჭიჭინავა განმარტავს, აღნიშნულ ჩანაწერებთან წინა ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს.
,,აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სკანდალური ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების გავრცელებულია და მითუმეტეს, მათი ჩაწერილი. თან, ღარიბაშვილის გინება ჩვენ ერთხელ უკვე გვაქვს ნანახი და სხვაც რომ ჰქონოდათ, ამ „სიამოვნებას“ ნამდვილად არ მოგვაკლებდნენ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს იყვნენ ადამიანები, ვისაც გაძლიერებული გახარიას, მისი გაძლიერებული პარტიის ხილვა სურს მომავალ მთავრობაში.
თუმცა, ამით რომ არ დასრულდება და გაგრძელებები იქნება, ესეც არ არის ძნელი გამოსაცნობი”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.