ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამიჩალიჩეს ჩვეულებრივად, რომ მერე ვიმართლო თავი…” – რა განცხადებას ავრცელებს მუსიკოსი

მსახიობი და მუსიკოსი კახა აბუაშვილი („კაბუ“) ამბობს, რომ მასზე ბერა ივანიშვილის მხრიდან არანაირი მუქარა და ზეწოლა არ განხორციელებულა.

მუსიკოსი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში დასძენს, რომ მთავარმა არხმა“ მისი ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა.

„ჩემთან პირადად არავინ მოსულა, არ დავუშინებივარ, არ დამმუქრებია. ამ ბიჭის მხრიდან ამ ვიდეოს შემდეგ არაფერი ყოფილა. არ ყოფილა, შვილებს ვფიცავარ. შვილები არ იყვნენ კორტებთან რომ დახოცეს და იარაღებს რომ უდებდნენ? მაშინ შვილები არავის გვყავდა, ხალხო? გამიჩალიჩეს ჩვეულებრივად, რომ მერე ვიმართლო თავი და არ მაქვს თავი სამართლებელი“, – აცხადებს აბუაშვილი.

იტვირთბა....