aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ფარული აუდიოჩანაწერები – ექსკლუზიური ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს ბერა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გავა. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე განმარტებებს გააკეთებს.

გადაცემა 22:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ფარული ჩანაწერები, შაბათს “ტვ პირველის” ეთერში გავიდა. რასაც საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

პროკურატურის განცხადებით საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყება.

იტვირთბა....