ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხზე გარანტირებულ პირობებს გთავაზობთ

ვითიბი ბანკი, კლიენტებს სამომხარებლო სესხზე გარანტირებულ პირობებს სთავაზობს.  სესხის აღებიდან ერთი თვის ვადაში, სხვაგან უკეთესი ეფექტური განაკვეთის დამტკიცების შემთხვევაში ბანკი შეამცირებს პროცენტს ან გაანულებს პორტირების ხარჯს და დააბრუნებს საკომისიოს.

სესხის საპროცენტო განაკვეთი 9,9%-დან (ეფექტური 17, 35-დან) იწყება. მაქსიმალური ვადა 4 წელია. სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია ლარში, მაქსიმალური თანხა 45000 ლარია.

სესხის გარანტირებული პირობა გულისხმობს: მომხმარებლის მიერ ვითიბიში სესხის აღების შემდეგ, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში იდენტური პარამეტრების (მიზნობრიობა, ვადა, ვალუტა და ოდენობა) მქონე სესხის უკეთესი პირობებით დამტკიცების შემთხვევაში, ვითიბი ბანკი დააკორექტირებს სესხის საპროცენტო განაკვეთს ან სესხის სხვა ბანკში გადატანის შემთხვევაში დააბრუნებს გაცემის ერთჯერად საკომისიოს და წინსწრებით დაფარვის საკომისიოს.

აღნიშნული პირობით სარგებლობა შესაძლებელია 24 აპრილამდე აღებული სესხის შემთხვევაში.

R

იტვირთბა....