ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი სასამართლომ 400 ლარით დააჯარიმა

სასულიერო პირი, რომელიც გორში გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ,,გალფის” ავტოგასამართ სადგურს დაეჯახა, სასამართლომ 400 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესზე აღინიშნა, რომ მძღოლი პატრულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. ავარიის შემდეგ ანაფორიანი მძღოლი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს მანქანას არ ატანდა. საპატრულო ეკიპაჟმა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული წარმოება 116-ე მუხლის მე-8 პრიმა მუხლით დაიწყო

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე პირი ეკლესიიდან მოკვეთილი იყო.

 

იტვირთბა....