ონში, სოფელ ლაგვანთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობოლის მძღოლი და მგზავრი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
მომხდარის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი პირიდან ერთი ადგილზე, მძღოლი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მესამე პირი საავადმყოფოში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.