aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ უბრალოდ ვგალობდით” – მეუფე სტეფანე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასულიერო პირების და მრევლის ნაწილმა, რომლებიც დღეს მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში დაუპირისპირდნენ, ეპარქიის ტერიტორია დატოვეს. ისინი საეკლესიო გაფართოებულ კრებას ითხოვენ, სადაც მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ბრალდებების განხილვა მოხდება.

თავად ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ დღეს ეპარქიაში მომხდარი მოვლენები წინასწარ მომზადებული სცენარია, რომლის განხორციელებაც დღეს უნდოდათ. მეუფე ამბობს, რომ ისინი “შეთქმულები არიან”.

„აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია. დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არაფერი ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჩემი მხრიდან ან ჩემი კურთხევით არ ყოფილა. მე ჩავიწერე ყველა კითხვა, რისთვისაც უნდა გამეცა პასუხი. ამ ხალხმა დაიწყო ყვირილი, მეორე ფლანგი ჰყავდათ კარებთან. დაიწყეს ყვირილი და არ მომცეს სიტუაცია წყნარ სიტუაციაში მესაუბრა. ეს ხალხი არის სულ სხვა ხალხი. ეს მრევლი არ არის, წინასწარ მომაზდებულია სცენარი, რაც დღეს უნდოდათ განხორციელება და მამები არიან აქ, რომლებიც დაადასტურებენ. ასევე გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, ვინ როგორ იქცევა. ჩემს გადაყენებას რატომ ითხოვენ, მაგათ ჰკითხეთ. ესენი შეთქმულები არიან”,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

იტვირთბა....