ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ერი და ბერი ფსიქიური პრობლემების მქონე, ივანიშვილის გენეტიკური მემკვიდრის ფსიქოანალიზითაა დაკავებული!”

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს ყველა, აბსოლუტურად ყველა – ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, ხალხი დაკავებული უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო მოთხოვნით – დაუყონებლივ გადადგეს კრიმინალი ხელისუფლება და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით!

ამის ნაცვლად ერი და ბერი ინფანტილური, აშკარად ფსიქიური პრობლემების მქონე ბიძინა ივანიშვილის გენეტიკური მემკვიდრის ბერას ფსიქოანალიზითაა დაკავებული!

არასწორი მიმართულებით მივდივართ და ეს არ მოიტანს კარგ შედეგს!

საქმე ლაპარაკის ნაცვლად – რიგგარეშე არჩევნები შეცვლილი საარჩევნო კომისიით – სხვა ყველაფერი დროის გაყვანა, თემის გაბანძება და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ხელისუფლებისთვის დროის გახანგრძლივებაა, მეტი არაფერი”, – წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

 

იტვირთბა....